Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი სამოქალაქო ომს ადარებს სირიაში შექმნილ კრიზისს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეფასებით, კრიზისი სირიაში სულ უფრო ემსგავსება სამოქალაქო ომს მას შემდეგ, რაც დეზერტირებმა თავდასხმა მოაწყეს სამხედრო ბაზაზე დამასკის მახლობლად. ლავროვის განცხადებით, მსოფლიო თანამეგობრობამ სირიაში ყველა მხარეს, მათ შორის ოპოზიციასაც უნდა მოუწოდოს ძალადობისათვის ბოლოს მოღებისაკენ. დეზერტირებმა ოთხშაბათს მოაწყეს თავდასხმა არმიის ბაზაზე, რაც მიჩნეულია ოპოზიციის ყველაზე გაბედულ აქციად მას შემდეგ, რაც რვა თვის წინ დაიწყო საპროტესტო აქციები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. რუსეთი და ჩინეთი ბლოკავენ დასავლეთის ქვეყნების ძალისხმევას, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც დაგმობდა პრეზიდენტ ასადის რეჟიმს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამო. გაეროს მონაცემებით, 3500-ზე მეტი ადამიანია მოკლული რეპრესიების შედეგად, რომლებიც ახლავს მარტის შუა რიცხვებში დაწყებულ საპროტესტო გამოსლვებს. ოთხშაბათს არაბულმა ლიგამ შეაჩერა ამ ბლოკში სირიის წევრობა და მთავრობას მისცა სამი დღე, რეპრესიებისათვის ბოლოს მოსაღებად და სირიაში მეთვალყურეთა გუნდის შესაშვებად.
XS
SM
MD
LG