Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუვეითის პარლამენტში დემონსტრანტები შეიჭრნენ


ქუვეითში დემონსტრანტები შეიჭრნენ პარლამენტის შენობაში, პრემიერ-მინისტრის, შეიხ ნასერ ალ-მოჰამად ალ-საბაჰის გადადგომის მოთხოვნით. ალ-საბაჰს, რომელიც ქუვეითის მმართველი დინასტიის გავლენიანი წევრია, კორუფციაში ადანაშაულებენ ოპოზიციონერი დეპუტატები. პარლამენტთან ოთხშაბათს გამართული საპროტესტო აქციის დროს, დემონსტრანტების ნაწილი შეიჭრა სხდომათა დარბაზში და ეროვნული ჰიმნი იმღერა, ვიდრე ისევ დატოვებდა შენობას. ქუვეითში ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პოსტზე მუშაობენ მმართველი ალ-საბაჰის დინასტიის წარმომადგენლები, მაგრამ პარლამენტს საკმაოდ დიდი ძალა აქვს - სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოებში არჩეულ საკანონმდებლო ორგანოებთან შედარებით, ყველაზე მეტი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი. ზოგი სხვა არაბული სახელმწიფოსაგან განსხვავებით, ქუვეითში არ გამართულა მასობრივი დემონსტრაციები, მაგრამ ბოლო ხანს იზრდება დაპირისპირება, გამოწვეული მაღალი რანგის ოფიციალური პირების კორუფციაში დადანაშაულებით.
XS
SM
MD
LG