Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში გაიმართა მოძრაობა „დაიკავე უოლ სტრიტის“ აქცია


ნიუ-იორკში გაიმართა მოძრაობა „დაიკავე უოლ სტრიტის“ აქცია. მოძრაობა, რომლის მონაწილეებიც პროტესტს გამოთქვამენ არსებული ფინანსური სისტემისა და ეკონომიკური უთანასწორობის გამო, ზუსტად ორი თვის წინ დაიწყო. დღეს „დაიკავე უოლ სტრიტის“ ასობით მონაწილემ ჩაიარა ნიუ-იორკის ფინანსურ ცენტრში და სცადა ქუჩების ბლოკირება ნიუ-იორკის საფინანსო ბირჟის გარშემო. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. საპროტესტო აქციები იმართება შეერთებული შტატების რამდენიმე სხვა ქალაქშიც. სამშაბათს ნიუ-იორკის პოლიციამ აიღო „დაიკავე უოლ სტრიტის“ კარვები ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე.
XS
SM
MD
LG