Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია რუსეთთან ურთიერთობებში გარღვევას არ იმედოვნებს


საქართველოს ეროვნულ უშიშროებაში დომინირებს რუსეთის ფაქტორი და ეს არის ქვეყნის ძირითადი გამოწვევა, - ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ "ეკონომისტის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, სასტუმრო "რედისონში" განაცხადა. ამსათან, ბოკერია ვარაუდობს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიდი მასშტაბის კონფლიქტის ალბათობა დაბალია, თუმცა, ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების თვალსაზრისით არანაირი პროგრესი არ არის, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მიუხედავად. ბოკერიამ აღნიშნა, რომ საქართველომ ამ მოლაპარაკებებიდან მიიღო ის, რაც დიდ ეროვნულ ინტერესში შედიოდა. "ბუნებრივია, პირველ რიგში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პოლიტიკური ინტერესი. მთელი ამ წლების განმავლობაში განხორციელდება საერთაშორისო მონიტორინგი ყველა გადაადგილებაზე, ტვირთბრუნვაზე რუსეთიდან საქართველოს როგორც ოკუპირებულ, ისე არაოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენ ამას მივაღწიეთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი იყო", - განაცხადა გიგა ბოკერიამ საქართველოში გამრთულ „ეკონომისტის“ ფორუმზე. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსულ-ქართულ ურთიერთობებში კი ბოკერია სარგებელს ვერ ხედავს. "უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საქართველო დამოკიდებული იყო რუსეთზე ეკონომიკურად და ენერგეტიკული თვალსაზრისით და ეს ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდა. ახლა ეს ასე აღარ არის", - აცხადებს გიგა ბოკერია.
რაც შეეხება ინვესტიციებს, მისი განცხადებით, რუსეთიდან მომავალ ნებისმიერ ინვესტიციას საქართველოს მთავრობა მიესალმება.
XS
SM
MD
LG