Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გრძელდება სახალხო კრება, „ლოია ჯირგა“


ავღანეთში მუშაობას განაგრძობს ტრადიციული სახალხო კრება, „ლოია ჯირგა“, რომლის მონაწილეებიც მსჯელობენ მშვიდობის დამყარების გზებზე და ქვეყანაში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დარჩენის პერსპექტივაზე. კრებაში მონაწილე 2000-მდე დელეგატი დღეს გაეცნობა ბოლო დღეების განმავლობაში 40 კომიტეტში ჩატარებული სამუშაოების შედეგებს. შეერთებული შტატები ავღანეთს სთავაზობს მისი უშიშროების ძალებისათვის დახმარების გაწევას 2014 წლის შემდეგაც, ანუ, მას შემდეგ, რაც ავღანეთს დატოვებს უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების უდიდესი ნაწილი. ლოია ჯირგას ხანგრძლივი ისტორია აქვს ავღანეთში. ასეთ შეკრებაზე, 2004 წელს დაამტკიცეს თალიბანის მმართველობის შემდგომი კონსტიტუცია.
XS
SM
MD
LG