Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში დააკავეს ყოფილი ლიდერის შვილი, საიფ ალ-ისლამი


ლიბიელი ოფიციალური პირების განცხადებით, დააკავეს ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის ვაჟიშვილი, საიფ ალ-ისლამი. ლიბიის დროებითი მთავრობის წევრის, იუსტიციის მინისტრ მოჰამედ ალ ალაგის განცხადებით, 39 წლის საიფ ალ-ისლამი შეიპყრეს ტრიპოლის სამხრეთით მდებარე ობარის რაიონში. საიფ ალ-ისლამის სამი ძმა დაღუპულად არის მიჩნეული, ხოლო მუამარ კადაფის დანარჩენი შვილები, ცნობების თანახმად, თავს აფარებენ სხვადასხვა ქვეყანას. თვით მუამარ კადაფი გასულ თვეში იქნა მოკლული ლიბიაში, მისი მმართველობის წინააღმდეგ მიმართული ამბოხების დროს. დღეს დაპატიმრებულ საიფ ალ-ისლამზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, სამხედრო დანაშაულებში ბრალდების საფუძველზე. ამ, ჰააგაში განთავსებული სასამართლოს მთავარი პროკურორის, ლუის მორენო ოკამპოს განცხადებით, ის მომავალ კვირაში ჩავა ლიბიაში დროებით მთავრობასთან მოსალაპარაკებლად იმის შესახებ, თუ სად გაასამართლებენ საიფ ალ-ისლამს.
XS
SM
MD
LG