Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის „ლოია ჯირგა“ მიემხრო აშშ-ის გრძელვადიან მისიას


ავღანეთში ტრადიციული სახალხო კრება, „ლოია ჯირგა“ დასრულდა რეზოლუციით, რომელშიც მხარდაჭერას უცხადებენ უსაფრთხოების სფეროში შეერთებული შტატებისაგან გრძელვადიანი დახმარების მიღებას, ოღონდ გარკვეული პირობებით. პირობებს შორის არის ღამის რეიდების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. რეზოლუცია ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის აძლევს უფლებას, გამართოს მოლაპარაკებები ავღანეთში ამერიკელი სამხედროების დარჩენაზე 2014 წლის შემდეგაც - ანუ, მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების მხარდამჭერი მრავალეროვანი ძალების უდიდესი ნაწილი დატოვებს ავღანეთს. „ლოია ჯირგა“ მოითხოვს აგრეთვე რეფორმას ავღანეთის სამშვიდობო საბჭოში, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ბურჰანუდინ რაბანი ხელმძღვანელობდა, წელს სექტემბერში მის მკვლელობამდე. რეზოლუციაში საუბარია საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე ახალი, ფართო საზოგადოებისათვის მისაღები კანდიდატის შერჩევის საჭიროებაზე.
XS
SM
MD
LG