ისრაელმა დახურა პალესტინელთა და ისრაელების ერთობლივი რადიოსადგური სახელწოდებით „ყველანი მშვიდობისათვის“, ბრალდებით, რომ ის არალეგალურად მაუწყებლობდა. მაუწყებლის ერთ-ერთმა დირექტორმა, მოსი რაზმა დაადასტურა სადგურის იძულება, შეწყვიტოს მაუწყებლობა, ისრაელის კომუნიკაციების სამინისტროს გადაწყვეტილების თანახმად. „ყველანი მშვიდობისათვის“ გადაცემდა არაბულ და ებრაულ ენებზე. ის პალესტინელმა და ისრაელმა მშვიდობის აქტივისტებმა დააარსეს. რაზმა განაცხადა, რომ გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას.
ყველაზე პოპულარული
1