თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დღეს ბაშარ ალ-ასადი გააფრთხილა, რომ სირიის პრეზიდენტის პოსტზე მისი დღეები დათვლილია. ერდოანმა სტამბულში განაცხადა, რომ ასადს შეუძლია, მხოლოდ „გარკვეულ ეტაპამდე“ დაეყრდნოს ტანკებსა და ზარბაზნებს და მოვა ის დღე, როცა მას გადადგომა მოუწევს. ბოლოხანს თურქეთი მკაცრად აკრიტიკებს ასადის რეჟიმს, დემონსტრანტებისადმი ძალადობის გამო. დღეს უფრო ადრე თურქეთის მედია იუწყებოდა, რომ თურქეთის ორი მოქალაქე დაიჭრა ჩრდილოეთ სირიაში, სადაც მომლოცველების ავტობუსებზე თავდასხმის შედეგად. გაეროს მონაცემებით, სულ ცოტა, 3500 ადამიანია მოკლული რეპრესიების შედეგად, რომლებიც ახლავს მარტის შუა რიცხვებში დაწყებულ საპროტესტო აქციებს. აქტივისტების ინფორმაციით, დღეს, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაიღუპა რეიდებისას, რომლებიც უშიშროების ძალებმა განახორციელეს ცენტრალურ სირიაში მდებარე ქალაქ ჰომსში და მის მახლობლად.
ყველაზე პოპულარული
1