Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სახალხო დამცველი შეშფოთებულია ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობით


უკრაინის სახალხო დამცველის, ნინა კარპაჩევას შეფასებით, „უკიდურესად მძიმეა“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა. ტიმოშენკო საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. ომბუდსმენმა დღეს ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ წინა დღეს გაუფრთხილებლად მივიდა იზოლატორში, ტიმოშენკო იწვა და ადგომაც კი ვერ შეძლო. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ომბუდსმენის შეფასებით, საჭიროებს გამოკვლევას და მკურნალობას საგამოძიებო იზოლატორის კედლებს მიღმა. კიევში სასამართლომ 11 ოქტომბერს ტიმოშენკოს მიუსაჯა შვიდი წლით პატიმრობა მას შემდეგ, რაც ის დამნაშავედ სცნო სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში რუსეთთან გაზით მომარაგებაზე კონტრაქტის გაფორმებით. ამის შემდეგ დაიწყო ტიმოშენკოს წინააღმდეგ აღძრული კიდევ ოთხი საქმის გამოძიება.
XS
SM
MD
LG