Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში, სულ ცოტა, ოთხი დემონსტრანტი მოკლეს


იემენის დედაქალაქში შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს, სულ ცოტა, ოთხი დემონსტრანტი. ეს ძალადობა მოჰყვა გუშინდელ შეთანხმებას, რომელზე ხელმოწერითაც იემენის პრეზიდენტმა, ალი აბდულა სალეჰმა გადადგომა ივალდებულა. დემონსტრანტები აკრიტიკებენ არაბული სახელმწიფოების შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებას, რადგან ის სალეჰს უზრუნველყოფს სამართლებრივი დევნისაგან იმუნიტეტით, ძალაუფლების ვიცე-პრეზიდენტისათვის გადაცემის სანაცვლოდ. დღეს მრავალათასიანი დემონსტრაციები ჩატარდა დედაქალაქ სანაში და სამხრეთ იემენის ქალაქ ტაიზში ოთხშაბათს გაფორმებული შეთანხმების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. იემენში ათი თვის წინ დაიწყო საპროტესტო გამოსვლები სალეჰის 33-წლიან ავტორიტარული მმართველობისათვის ბოლოს მოღების მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG