Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კოსოვოდან იუწყებიან მორიგი დაპირისპირების შესახებ


ჩრდილოეთ კოსოვოში მოხდა შეტაკება ნატოს ჯარისკაცებსა და ეთნიკურ სერბებს შორის. როგორც იუწყებიან, ნატოს ჯარისკაცებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს ასობით სერბი დემონსტრანტის წინააღმდეგ. აქციის მონაწილე სერბების მიზანია, არ ააღებინონ ბეტონის ბარიკადები, რომლებითაც ზაფხულიდან აქვთ გადაკეტილი გზები, რათა ხელი შეუშალონ ჩრდილოეთ კოსოვოს გაკონტროლებას კოსოვოს მკვიდრი ეთნიკური ალბანელების ხელმძღვანელობის მიერ. ჩრდილოეთ კოსოვოში მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენენ ეთნიკური სერბები. ბევრი მათგანი არ აღიარებს კოსოვოს მიერ 2008 წელს გამოცხადებულ დამოუკიდებლობას.
XS
SM
MD
LG