Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში შეტაკების შედეგად დაიჭრა 21 მშვიდობისდამცველი


კოსოვოში ნატოს სამშვიდობო ძალების განცხადებით, მისი 21 ჯარისკაცი დაიჭრა შეტაკებაში, რომელიც წუხელ მოხდა ჩრდილოეთ კოსოვოში. შეტაკება დაიწყო მას შემდეგ, რაც ჯარისკაცებმა სცადეს, აეღოთ ბარიკადები, რომლებიც გზებზე აქვთ აღმართული ადგილობრივ ეთნიკურ სერბებს. მათი მიზანია, ხელი შეუშალონ კოსოვოს ეთნიკურ ალბანელ ლიდერებს ჩრდილოეთ კოსოვოს გაკონტროლებაში. ჩრდილოეთ კოსოვოში უმეტესწილად ეთნიკური სერბები ცხოვრობენ. ნატოს სამშვიდობო ძალების პრესმდივნის განცხადებით, მშვიდობისდამცველებმა ცრემლმდენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც მათ ქვებს ესროდნენ და მათკენ სატვირთო მანქანებით მიიწევდნენ. ნატოს სამშვიდობო ძალებმა გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ ოპერაცია, რათა თავიდან აეცილებინათ დაპირისპირების გამწვავება და მსხვერპლი. სერბია არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას, რომელიც ამ რეგიონმა 2008 წელს გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG