Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრისტიან-დემოკრატები მოითხოვენ, 100 ჯიხური პირდაპირი წესით გასცენ პრესის გამომცემლებსა და გამავრცელებლებს


თბილისის საკრებულოში ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლებმა მერიას მოუწოდეს, ახალი პროექტის ”1000 ჯიხურის” ფარგლებში პრესის გამომცემლებისა და გამავრცელებლებისთვის 100 ჯიხური პირდაპირი წესით გასცეს. ”სხვა შემთხვევაში, პრესის ჯიხურების აღების თაობაზე მერიის გადაწყვეტილება შეფასდება, როგორც იერიში თავისუფალ მედიაზე", - განაცხადა საკრებულოს წევრმა ზაზა გაბუნიამ. მისივე თქმით, ქრისტიან-დემოკრატები საკუთარ ინიციატივას მომავალ კვირაში გააცნობენ თბილისის ვიცე-მერს გიორგი ცხაკაიას. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მოტივით, თბილისის მერიამ დედაქალაქში 1000 ჯიხურის გასახსნელად ინტერნეტაუქციონი გამოაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, აუქციონი ძირითადად გამოცხადებულია სწორედ იმ ადგილებზე, სადაც უკვე დგას პრესის გამავრცელებელი ჯიხურები, რამაც ბეჭდვითი მედიის წარმომადგენლებისა და პრესის გამავრცელებლების პროტესტი გამოიწვია. მათი შეფასებით, პრესის გავრცელებას სერიოზული საფრთხე ემუქრება.
XS
SM
MD
LG