Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი აცხადებს, რომ 25 ჯარისკაცი დაიღუპა ნატოს თავდასხმის შედეგად


პაკისტანმა შეაჩერა ნატოს მომარაგება მეზობელ ავღანეთში მას შემდეგ, რაც პაკისტანის სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელდა ცნობა, რომ 25 ჯარისკაცი დაიღუპა პაკისტანის სასაზღვრო პოსტზე ნატოს საჰაერო იერიშის შედეგად. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს ხიბერის რეგიონის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლისაგან მიღებულ ცნობას, რომ შეჩერებულია ნატოსათვის მომარაგების მიწოდება, ფედერალური მთავრობისაგან შესაბამისი განკარგულების მიღების შემდეგ. უფრო ადრე გავრცელებული ცნობით, პაკისტანელი ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ რვა ჯარისკაცი დაიღუპა მოჰმანდის რაიონში მდებარე სასაზღვრო პოსტზე ნატოს ვერტმფრენის იერიშის შედეგად. ნატო აცხადებს, რომ აწარმოებს ინციდენტის გამოძიებას.
XS
SM
MD
LG