Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებებმა, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი შეიწირა


ერაყში დღეს, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა გზის პირას ჩადებული ბომბების აფეთქების შედეგად. აფეთქებები ბაღდადის დასავლეთით მოეწყო და მოკლა მუშები, რომლებიც სატვირთო მანქანით მიემგზავრებოდნენ მშენებლობაზე ქალაქ ფალუჯაში. ზოგადად, ერაყში ძალადობის კლების ტენდენციაა მას შემდეგ, რაც ძალადობამ პიკს მიაღწია 2006-2007 წლებში.
XS
SM
MD
LG