Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააკავეს ტაჯიკების დეპორტაციის ხუთი მოწინააღმდეგე


მოსკოვში პოლიციამ დააკავა ხუთი ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა დემონსტრაციაში რუსეთიდან ტაჯიკი მიგრანტების დეპორტაციის გასაპროტესტებლად. საპროტესტო აქცია ხუთშაბათს ჩატარდა მიგრაციის ფედერალური სამსახურის შენობასთან. ზოგი დემონსტრანტი შენობის ფანჯრებს წმენდდა და ტროტუარებს ასუფთავებდა - ანუ, აკეთებდა საქმეს, რომელსაც რუსეთში უმეტესწილად იმიგრანტები აკეთებენ. საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაკავებულები, რომელთა შორისაც არც ერთი ტაჯიკი არ არის, „ანარქისტული მოძრაობის“ წევრები არიან. რუსეთი მიმდინარე თვეში შეუდგა ტაჯიკი მიგრანტების დეპორტაციას, რაც ბევრს მიაჩნია ანგარიშსწორებად ტაჯიკეთში რუსი პილოტის გასამართლების გამო. რუს პილოტს პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს ამნისტიით.
XS
SM
MD
LG