Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი გამოხატავს „განრისხებას“ ნატოს თავდასხმის გამო


პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰინა რაბანი ხარი ტელეფონით ესაუბრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს ნატოს თავდასხმის გამო პაკისტანის „განრისხების“ გამოსახატად. პაკისტანი აცხადებს, რომ, სულ ცოტა, 24 ჯარისკაცი შეიწირა მის ტერიტორიაზე, ავღანეთის საზღვრის მახლობლად განხორციელებულმა თავდასხმამ, რომელიც ნატოს ვერტმფრენებმა მოაწყეს. გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანელმა მინისტრმა კლინტონს უთხრა, რომ ნატოს იერიში არის „საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის სიცოცხლის სრული უგულებელყოფის დემონსტრირება“, ისევე როგორც პაკისტანის სუვერენობის დარღვევა, რაც პაკისტანს აიძულებს, გადასინჯოს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები. პაკისტანმა უკვე გამოაცხადა, რომ კეტავს ავღანეთში საერთაშორისო ძალების მოსამარაგებელ ძირითად სატრანზიტო მარშრუტებს, რომლებიც პაკისტანის ტერიტორიაზე გადის და შეერთებული შტატებისაგან მოითხოვს, დაცალოს სამხედრო ბაზა, რომელსაც ის იყენებს უპილოტო თვითმფრინავებისათვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თავდაცვის მინისტრთან, ლიონ პანეტასთან ერთად გამოუშვა ერთობლივი განცხადება, რომელშიც გამოხატულია „ღრმა მწუხარებას“ ჯარისკაცების დაღუპვის გამო. ნატომ პირობა დადო, რომ გულდასმით გამოიძიებს ინციდენტს. დღეს პაკისტანის არმიის სარდალი, გენერალი აშფაკ კაიანი და სხვა უმაღლესი რანგის სამხედრო პირები დაესწრნენ 24 ჯარისკაცის დაკრძალვას ქალაქ ფეშავარში.
XS
SM
MD
LG