Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკოს მომხრეებმა ციხესთან აღნიშნეს მისი დაბადების დღე


კიევის ციხესთან, რომელშიც უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იული ტიმოშენკო იმყოფება, მისი 3000-მდე მომხრე შეიკრიბა ტიმოშენკოს დაბადების დღესთან დაკავშირებით. მათ მიტანილი ჰქონდათ ყვავილები და მისალოცი ბარათები, შესრულდა სიმღერები. ტიმოშენკო, რომელსაც დღეს 51 წელის შეუსრულდა, ამ ზაფხულში დააკავეს პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებით. ის და მისი მომხრეები ბრალდებას უარყოფენ და სასამართლო პროცესს მიიჩნევენ უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პოლიტიკურ ანგარიშსწორებად.
XS
SM
MD
LG