Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიამ მხარდაჭერა გამოუცხადა მოქალაქე ზაზა ხუხუას


თბილისის მერიამ მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა მოქალაქე ზაზა ხუხუას, რომლის გამოც დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ პროექტის "დაგეგმე ბიუჯეტი მერიასთან ერთად" ფარგლებში, თბილისის მერი 11 ნოემბერს ზაზა ხუხუას ოჯახში იმყოფებოდა, რაც ტელევიზიით გაშუქდა, შეხვედრიდან რამდენიმე დღეში კი, ხუხუა სამსახურიდან გაათავისუფლეს. თბილისის მერია აღნიშნავს, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის სიუჟეტის შემდეგ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ზაზა ხუხუა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მლესავად მუშაობდა. ”თბილისის მერი წუხილს გამოთქვამს, რომ მის სტუმრობას მოჰყვა ზაზა ხუხუას სამსახურიდან დათხოვნა, რის გამოც გიგი უგულავა დაზარალებულს ესაუბრა, გაამხნევა და მორალური თანადგომა აღუთქვა”, - აცხადებს თბილისის მერია და დასძენს, რომ ”ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების ამგვარი ფორმა სცილდება ადამიანურ სტანდარტებს, სამსახურში აყვანა და გათავისუფლება კი, პოლიტიკური ნიშნით არ უნდა ხდებოდეს.”
XS
SM
MD
LG