Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს კომისია: სირიამ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა


გაეროს კომისიამ განაცხადა, რომ სირიის არმიამ და უშიშროების ძალებმა ჩაიდინეს დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, მკვლელობის, წამების და გაუპატიურების ჩათვლით. სირიის საკითხთა შემსწავლელი დამოუკიდებელი კომისია, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ შექმნა, თავის ანგარიშში წერს, რომ დანაშაულისთვის პასუხისმგებელი სირიის მთავრობაა. ანგარიშის თანახმად, სირიის ჯარმა ასობით ბავშვი დახოცა და ზოგიერთი გააუპატიურა. დანაშაული ჩადენილ იქნა მარტის შემდეგ, როცა მთავრობამ საპროტესტო გამოსვლების ჩახშობა დაიწყო.
XS
SM
MD
LG