Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი უკრაინას ტიმოშენკოს განთავისუფლებისკენ მოუწოდებს


პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინას მოუწოდა, გაათავისუფლოს ციხიდან ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკო. ტიმოშენკოს შვიდი წელი აქვს მისჯილი თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო. აშშ და ეკროკავშირი განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. პოლონეთის პრეზიდენტმა, ბრონისლავ კომოროვსკის კიევში განაცხადა, რომ ტიმოშენკოს დასჯა კვლავაც გაართულებს უკრაინის პერსპექტივას ასოცირების ხელშეკრულებას მიაღწიოს ევროკავშირთან. მასპინძელმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ტიმოშენკო, რომელიც ავადმყოფობს, საპატიმროში ევროპული დონის სამედიცინო მომსახურეობას მიიღებს.
XS
SM
MD
LG