Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: სირიას ულტიმატუმებით არ უნდა დავემუქროთ


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ეთანხმება მოწოდებებს, რომ გაერომ სირიას იარაღის ემბარგო დაუწესოს და განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დამასკოს ულტიმატუმებით არ უნდა დაემუქროს. მინისტრ სერგეი ლავროვის კომენტარი მოჰყვა აშშ-ის და ევროკავშირის მოწოდებებს გაეროს უშიშროების საბჭოსადმი, იმოქმედოს სირიის რეჟიმის მიერ საპროტესტო გამოსვლების ჩახშობისას ბოლო რვა თვეში გამოჩენილი სისასტიკის წინააღმდეგ. ორშაბათს, გაეროს ადამიანის უფღლებების დაცვის საბჭომ განაცხადა, რომ სირიის არმიამ და უშიშროების ძალებმა ჩაიდინეს დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მათ მაღალ დონეზე, მთავრობისგან მიიღეს განკარგულება. არაბულმა ლიგამ სირიას სანქციები დაუწესა. გაეროს მონაცემებით, ძალადობას ამ ქვეყანაში მარტის შემდეგ 3500 ადამიანი შეეწირა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ შეიძლება შექმნას ბუფერული ზონა, რათა ათასობით ადამიანს საშუალება მიიეცეს გაექცეს ძალადობას. სატელევიზიო ინტერვიუში მისივე თქმით, თურქეთს არ სურს სამხედრო ინტერვენცია სირიაში, მაგრამ მზად არის ყოველგვარი სცენარისთვის. თურქეთის ტრანსპორტის მინიმსტრმა, ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ თურქეთი აპირებს გამოიყენოს ერაყი, როგორ ახლო აღმოსავლეთთან ვაჭრობის სატრანზიტო ზონა, თუ სირიაში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.
XS
SM
MD
LG