Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნები გრძელდება


უკვე მეორე დღეა გრძელდება საპარლამენტო, ქვედა პალატის, არჩევნების პირველი ეტაპი ეგვიპტეში. ეს, ამ ქვეყანაში, სახალხო გამოსვლების შედეგად, თებერვალში, ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაკის დამხობის შემდეგ, პირველი არჩევნებია. არჩევნები სამ ეტაპად, სხვადასხვა რეგიონში ცალცალკე მიმდინარეობს. პირველი ეტაპი იანვარში დასრულდება. შემდეგ, მარტში, ეგვიპტელები უკვე პარლაემნტის ზედა პალატისეშემადგენლობას აირჩევენ. მოელიან, რომ ისლამისტური პარტიები გარკვეულ წარმატებას მიაღწევენ. ორშაბათს კენჭისყრამ მშვიდობიანად ჩაიარა. არჩენების წინ ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, შეტაკება მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, დაიღუპა სულ მცირე, 40 ადამიანი. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები მოითხოვენ სამხედრო მმართველობის სამოქალაქოსთვის გადაცემას. ეგვიპტის ახალი პარლამენტი მიიღებს ახალ კონსტიტუციას საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 2012 წლის ივნისადმე.
XS
SM
MD
LG