Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროსი კიწმარიშვილს სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებენ “მაესტროს” დამფუძნებლები


ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლები ქართული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ეროსი კიწმარიშვილს სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებენ. ”28 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ არხის მმართველი კომპანიის "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" დამფუძნებელმა ეროსი კიწმარიშვილმა "მაესტროს" დირექციასა და დამფუძნებლებთან შეუთანხმებლად დანიშნა თათბირი ჟურნალისტებსა და პროდიუსერებთან, რაც სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაა”, - ნათქვამია ”მაესტროს” დამფუძნებელთა განცხადებაში. ისინი აღნიშნავენ, რომ მმართველ კომპანიას დაგროვილი აქვს დავალიანება ტელეკომპანიის რამდენიმე პარტნიორთან, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის "მაესტროს" ნორმალურ ფუნქციონირებას. დამფუძნებლები მოუწოდებენ "მაესტროს" გენერალურ დირექტორს, მოახდინოს რეაგირება ამ ფაქტებზე, რადგან არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა კვლავ უზრუნველყოფილი უნდა იყოს. თავად ეროსი კიწმარიშვილი "მაესტროს" დამფუძნებელთა ბრალდებებს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
XS
SM
MD
LG