Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია აშშ-ში გაემგზავრა


”თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გაემგზავრა აშშ-ში, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, კონგრესმენებს და სენატორებს შეხვდება და სიტყვით გამოვა რამდენიმე ანალიტიკურ ცენტრში. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებისას ირაკლი ალასანია ისაუბრებს საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობასა და ამ მხრივ არსებულ პრობლემებზე და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასა და მისი კუთვნილი ”ბანკი ქართუს” გარშემო შექმნილ სიტუაციაზე. ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში შეხვდება ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც.
XS
SM
MD
LG