Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე ინციდენტის გამოძიებას საჰაერო ძალების გენერალი უხელმძღვანელებს


აშშ-ის არმიამ საჰაერო ძალების გადაწყვეტილებით, ბრიგადის გენერალი, სტივენ კლერკი დაუძღვება გამოძიებას, რომელმაც უნდა დაადგინოს ნატოს საჰაერო თავდასხმის შედეგად პაკისტანის 24 სამხედროს დახოცვის გარემოებები. ინციდენტი მოხდა კვირას. გამოძიებაში ჩაერთვება ასევე ნატროს წარმომადგენელი, ისევე როგორც მიწვეული იქნებიან ავღანეთის და პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლები, იუწყება აშშ-ის სამეთაურო ცენტრი. ორშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ პაკისტანელების დახოცვას უწოდა „ტრაგედია“. სამხედროთა დახოცვამ გააბრაზა პაკისტანის ოფიციალური პირები, რომლებაც საპასუხოდ პაკისტანიდან ავღანეთისკენ მიმავალი ნატოს მომარაგების გზა გადაკეტეს. მოჰმანდის პროვინციაში მომხდარი ინციდენტის თაობაზე პაკისტანმა განაცხადა, რომ მის სამხედროებს პროვოკაციული ქმედება არ ჩაუდენიათ. დასავლეთის და ავღანეთის ჯარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პაკისტანის მხრიდან სროლას მოჰყვა ნატოს ავიაციის თავდასხმა, რომლის სამიზნედ, ჩანს, შეცდომით იქნა მიჩნეული პაკისტანის სასაზღვრო საგუშაგო.
XS
SM
MD
LG