Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკებით მოვაჭრე დააპატიმრეს


ავსტრალიის პოლიციის ცნობით, დააკავეს პირი, ავსტრალიის მოქალაქე, რომელსაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები უპოვნეს. სიდნეის 34 წლის მკვდირს, ავსტრალიაში, ავღანეთიდან, სავარაუდოდ ირანის გავლით, შეჰქონდა თითქმის 98 კილოგრამი ჰეროინი და 119 კილოგრამი ფსევდოეფედრინი. სულ, მიკვლეული ნარკოტიკების საბაზრო ფასი 30 მილიონი დოლარია. თუ დანაშაული დადასტურდა, დაკაავებულს მაქსიმალური სასჯელი, სამუდამო პატიმრობა ელის.
XS
SM
MD
LG