Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მაესტროს” დამფუძნებლებმა კიწმარიშვილის კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტეს


ეროსი კიწმარიშვილის კომპანიასთან ”მაესტროს” მართვის შესახებ 2 წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვეტილად გამოაცხადეს დღეს არხის დამფუძნებლებმა. ეს გადაწყვეტილება დაახლოებით 2 საათით შეწყვეტილი მაუწყებლობის განახლების შემდეგ პირდაპირ ეთერში გამოაცხადა ”მაესტროს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა, რომელმაც არხის თანამშრომლების ნაწილთან ერთად შენობაში შესვლა შეძლო. როგორც ღლონტმა აღნიშნა, კიწმარიშვილი ტელეკომპანიის ოფისში შეიჭრა, ”მაესტროს” მიერ გამოძახებული საპატრულო პოლიცია კი ეროსი კიწმარიშვილთან ერთად არხს არ აძლევს სრულფასოვანი მუშაობის საშუალებას. ”მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს არის ოპერაცია „იმედი“ 2 და არის მცდელობა დაიხუროს ტელეკომპანია მაესტრო” - განაცხადა მამუკა ღლონტმა. მოგვიანებით მან ჟურნალსიტებს აცნობა, რომ არხის ყველა დამფუძნებლის გადაწყვეტილებით, დღეიდან ის ”მაესტროს” გენერალური პროდიუსერია.
XS
SM
MD
LG