სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი დღეს თბილისში შეხვდა სომხური დიასპორის წარმომადგენლებს. მანამდე სარგსიანმა ავლაბარში მდებარე სომხური ეკლესია დაათვალიერა. დღესვე საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა გახსნეს ორი ქვეყნის ბიზნეს-ფორუმი. მიხეილ სააკაშვილმა კვლავ განაცხადა, რომ საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. პრეზიდენტის თქმით, კავკასიის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ რეგიონული ეკონომიკა ინტეგრირებული იყოს. თავის მხრივ, სერჟ სარგსიანმა აღნიშნა, რომ სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკა ერთმანეთს ჰგავს, რადგან მათ ბუნებრივი რესურსები არ გააჩნიათ, ერთი მიმართულებით ვითარდებიან და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მძიმე შედეგების გადალახვას ცდილობენ.
ყველაზე პოპულარული
1