Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში ოპოზიცია არ დათანხმდა მოსამართლის წინადადებას


ცხინვალში გრძელდება საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ დე ფაქტო არჩევნების მეორე, 27 ნოემბერს ჩატარებული ტურის შედეგების ბათილად გამოცხადების გამო. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნებში გაიმარჯვა განათლების ყოფილმა მინისტრმა, ალა ჯიოევამ. მაგრამ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ გუშინ გააუქმა არჩევნების შედეგები, რის შემდეგაც გადაწყდა არჩევნების განმეორებით ჩატარება მომავალი წლის 25 მარტს. დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან უშიშროების ძალებმა ჰაერში სროლა დაიწყეს დემონსტრანტების დასაშლელად. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ ჯიოევა შეხვდა უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე აცამაზ ბიჩენოვს, რომელმაც ოპოზიციონერებს შესთავაზა, შეიტანონ საპასუხო სარჩელი დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების შედეგების ცნობის მოთხოვნით. ასეთ სარჩელს, ბიჩენოვის განმარტებით, შესაბამისი წესების დაცვით განიხილავენ. მაგრამ ცხინვალში ჩვენი რადიოს კორესპონდენტების ცნობით, ოპოზიცია არ თანხმდება ბიჩენოვის წინადადებას და მოითხოვს სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას.
XS
SM
MD
LG