Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განახლდა მოლაპარაკებები დნესტრისპირეთის კონფლიქტზე


დღეს განახლდა ოფიციალური მოლაპარაკება მოლდავეთის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის კონფლიქტის შესახებ. მოლაპარაკებას, რომელიც 2006 წელს ჩიხში მოექცა, ვილნიუსი მასპინძლობს. ლიტვა შუამავლობს, როგორც ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მორიგე თავმჯდომარე. მოლაპარაკება მიმდინარეობს ფორმატით „5+2“, რაც გულისხმობს მოლდავეთის, დნესტრისპირეთის, რუსეთის, უკრაინისა და ეუთოს, ისევე როგორც, მეთვალყურეების რანგში, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მონაწილეობას. დნესტრისპირეთმა 1990 წელს გამოაცხადა მოლდავეთისაგან დამოუკიდებლობა. 1992 წელს საქმე მივიდა შეიარაღებულ დაპირისპირებამდე, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და რომელსაც ბოლო მოუღო რეგიონში რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ.
XS
SM
MD
LG