Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზი: საფრანგეთი და გერმანია ემხრობიან ცვლილებებს ევროკავშირის ხელშეკრულებაში


საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის განცხადებით, მისი ქვეყანა და გერმანია ემხრობიან ცვლილებებს ევროკავშირის ხელშეკრულებაში, ერთობლივი ვალუტის, ევროს დასაცავად. პოლიტიკური კურსის შესახებ მნიშვნელოვან მოხსენებაში, რომლითაც სარკოზი საფრანგეთის ქალაქ ტულონში გამოვიდა, ითქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ორშაბათს პარიზში შეხვდება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, რათა მოელაპარაკოს ერთობლივ წინადადებებზე ევროზონაში ვალებით გამოწვეული კრიზისის მოსაგვარებლად.
XS
SM
MD
LG