Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია ”მაესტრო” მაუწყებლობს რადიო ”მაესტროს” სტუდიიდან


ტელეკომპანია ”მაესტროს” შენობაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ”რუსთავის მედიის მართვის” კომპანიის დამფუძნებელმა ეროსი კიწმარიშვილმა კვლავ განაცხადა, რომ არხის ქონება და მაუწყებლობის ლიცენზია მომავალი წლის 30 ნოემბრამდე მისი საკუთრებაა. ამ განცხადებას სიცრუე უწოდა ”მაესტროს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა. მან რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ ლიცენზიის მფლობელია შპს ”სტუდია მაესტრო” და შესაბამისად, მაუწყებლობა მხოლოდ მას შეუძლია. ტელეკომპანია ”მაესტრო” ამჟამად რადიო ”მაესტროს” სტუდიიდან მაუწყებლობს.
XS
SM
MD
LG