Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი


ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა. მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო ისრაელის მთავრობისა და პირადად ისრაელის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე და ჰუმანური მოსაზრებებით. მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტმა გაითვალისწინა ფუქსის და ფრენკელის ასაკი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენები შარშან ოქტომბერში, ბათუმში დააკავეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით. სასამართლომ რონი ფუქსს 6 წლითა და 6 თვით, ზეევ ფრენკელს კი, 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ორივე მთგანი ბრალდებას დღემდე კატეგორიულად უარყოფს.
XS
SM
MD
LG