20 წლის წინ ოფიციალურად შეწყვიტა არსებობა ორგანიზაციამ, რომელიც 1955 წელს შეიქმნა ვარშავაში დადებული ხელშეკრულების შედეგად. დოკუმენტს ასეც ეწოდა: „ვარშავის ხელშეკრულება“. ორგანიზაციის დაშლის მიზეზად იქცა „ხავერდოვანი“ რევოლუციების ტალღა, რომელიც მაშინდელ აღმოსავლეთ ევროპას მოედო.
„წითელი ზონის“ მორიგ გადაცემაში გიორგი გვახარია პოლიტოლოგ ივლიანე ხაინდრავასთან ერთად გაიხსენებს ვარშავის ხელშეკრულების ისტორიას. ვნახავთ, როგორ განვითარდა მოვლენები ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.