Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ღლონტმა „მაესტროს“ გენერალური პროდიუსერის თანამდებობა დატოვა


„მაესტროს“ უკვე ყოფილმა გენერალურმა პროდიუსერმა, მამუკა ღლონტმა, წუხელ საინტერნეტო სოციალური ქსელით, ფეისბუქით, გაავრცელა განცხადება, რომ ტოვებს ყველა თანამდებობას და "მაესტროზე" მხოლოდ მრჩევლის რანგში იმუშავებს. ამის მიზეზად მან საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან მისი ფიგურის მიმართ გამოთქმული დაეჭვება დაასახელა. პარალელურად, სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ ყოფილი გენერალური დირექტორი, კახა ბექაური მზადყოფნას გამოთქვამს, მრჩევლის როლში, ან სხვა ფორმით, დახმარება გაუწიოს არხს. ამისაკენ ბექაურს ღლონტმა მოუწოდა წუხანდელ განცხადებაში. ტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, მაკა ასათიანი კი სააგენტო „პირველთან“ საუბარში აცხადებს, რომ 5 დეკემბერს მისი ადვოკატი "მაესტროს" ირგვლივ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებით გამოვა.
XS
SM
MD
LG