Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარია პლიევას ბრალდება მოუხსნეს


ჩრდილოეთ ოსეთში დღეს გამართულ სხდომაზე ადმინისტრაციულმა სასამართლომ ბრალდება მოუხსნა ჟურნალისტ და უფლებადამცველ მარია პლიევას. როგორც პლიევამ რადიო თავისუფლებას აცნობა, მას ბრალდებოდა შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრობლებისთვის შეურაცხყოფის მიყენება. პლიევა შაბათს, ვლადიკავკაზში დააკავეს მოედანზე, სადაც სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ალა ჯიოევას მხარდამჭერთა მიტინგი უნდა გამართულიყო. პლიევას თქმით, მას მცირე ხულიგნობის მუხლით წაუყენეს ბრალი. დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ პლიევამ სააგენტოებს აცნობა, რომ სხდომას პოლიციელები არ დასწრებიან. მან ასევე აღნიშნა, რომ მისთვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანაში დიდი წვლილი მიუძღვის მის ადვოკატს, მაირან ცოპოევს.
XS
SM
MD
LG