Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო


ირანის მედიაში გავრცელებული ცნობებით, ირანის აღმოსავლეთში აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული. ნახევრადოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ იტყობინება, რომ აშშ-ის სამხედრო საჰაერო ხომალდი, RQ-170 ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიგდეს ხელში. ირანის არაბულენოვანმა, სატელიტურმა არხმა ალ-ალამმა გაავრცელა ცნობა, რომ ხომალდი მცირე დაზიანებით ჩამოაგდეს, როცა ის აღმოსავლეთით „მცირე ხნით შეიჭრა“ ირანის ტერიტორიზე. ამ ამბის ფონია გასულ კვირაში თეირანში ბრიტანეთის საელჩოზე მიტანილი იერიში. ირანს თავისი ბირთვული პროგრამის თაობაზე დიდი ხანია უთანხმოება აქვს აშშ-სა და მის მოკავშირეებთან. დასავლეთი შიშობს, რომ ირანი ამ პროგრამას ბირთვული იარაღის შესაქმნელად იყენებს - თეირანი კი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG