Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამისტებმა ეგვიპტის პარლამენტის არჩევნების პირველ ეტაპზე წარმატება მოიპოვეს


მუსლიმთა საძმოს მიერ დაარსებული თავისუფლებისა და სამართლის პარტიის პრეზიდენტი, მუჰამედ მორსი და მისი თანაშემწეები კაიროში 28 ნოემბერს გამართული შეხვედრისას.
მუსლიმთა საძმოს მიერ დაარსებული თავისუფლებისა და სამართლის პარტიის პრეზიდენტი, მუჰამედ მორსი და მისი თანაშემწეები კაიროში 28 ნოემბერს გამართული შეხვედრისას.
ეგვიპტის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა მთავარმა პრეტენდენტმა, ამრ მუსამ, დღეს განაცხადა, რომ თებერვალში ჰოსნი მუბარაქის ჩამოგდების და მისი სამხედრო გენერალებით შეცვლის შემდეგ გამართულ პირველ არჩევნებში ისლამისტების მიერ მოპოვებული კარგი შედეგი მოქმედებაში მოყვანილ დემოკრატიად უნდა იყოს აღქმული. მუსლიმთა საძმოს წარმომადგენელმა ისლამისტებმაც მოუწოდეს თავიანთ მეტოქეებს „შეურიგდნენ ხალხის მიერ გამოხატულ ნებას“, მას შემდეგ, რაც არჩევნების პირველი ეტაპის შედეგებმა საძმოს მიერ შექმნილ პარტიას პარლამენტის ქვედა პალატაში ყველაზე მეტი ადგილის მოპოვების პერსპექტივა შეუქმნა. კიდევ ერთმა ისლამისტურმა პარტიამაც კარგი შედეგი აჩვენა. ლიბერალები მესამე ადგილზე გავიდნენ. პოლიტიკის ანალიტიკოსების ვარაუდით, მუსლიმთა საძმოს მიერ დაარსებულმა პარტიამ შესაძლოა თავი აარიდოს ულტრა-კონსერვატიულ ისლამისტ მეტოქეებთან ალიანსში შესვლას. თუმცა ისლამისტების მიერ მოპოვებული საერთო მხარდაჭერა მუსლიმთა საბჭოს პოზიციას მაინც მნიშვნელოვნად გააძლიერებს სამხედრო სტრუქტურებთან ძალაუფლებისთვის ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG