Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებებმა 50-ზე მეტი ადამიანი შეიწირა


ავღანეთის პოლიციის ინფორმაციით, ქაბულში, სულ ცოტა, 54 ადამიანი დაიღუპა აფეთქების შედეგად, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო შიიტების სალოცავთან. სალოცავთან ასობით ადამიანი იყო შეკრებილი შიიტების დღესასწაულ აშურასთან დაკავშირებით. ოფიციალური ინფორმაციით, დაჭრილია 100-ზე მეტი სამოქალაქო პირი. თალიბანი უარყოფს აფეთქების მოწყობის ბრალდებას. დღესვე აფეთქება მოეწყო შიიტების მეჩეთთან ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მაზარ-ი-შარიფში. დაიღუპა, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი. იერიშები მოეწყო ერთ დღეში მას შემდეგ, რაც გერმანიაში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ავღანეთისათვის გრძელვადიანი დახმარების გაწევის საკითხებზე.
XS
SM
MD
LG