Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედია ავრცელებს IRI-ს დაკვეთით საქართველოში ჩატარებული ბოლო გამოკითხვის შედეგებს


საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით საქართველოში ჩატარებული ბოლო გამოკითხვის ზოგიერთი შედეგი გაავრცელა დღეს რამდენიმე მედიასაშუალებამ. ტელეკომპანია ”იმედის" ინფორმაციით, შეკითხვაზე, „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს“, შედეგი ამგვარია: ნაციონალური მოძრაობა - 42%, ბიძინა ივანიშვილის პარტია - 18% და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - 8%. ამავე ტელეკომპანიის ცნობით, პოლიტიკოსების რეიტინგში მიხეილ სააკაშვილი 74%-ით ლიდერობს. IRI-ს დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის ზოგიერთი შედეგი გაავრცელა სააგენტო ინტერპრესნიუსმაც. კერძოდ, შეკითხვაზე, „ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას,“ პასუხები ამგვარია: 32% ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, 27% - ბიძინა ივანიშვილს, 10% - გიორგი თარგამაძეს და 2-2% - შალვა ნათელაშვილს და ირაკლი ალასანიას. შეკითხვაზე, „ვინ არის ყველაზე სანდო ოპოზიციონერი ლიდერი“, პასუხები ასეთია: გიორგი თარგამაძე - 22 %, ბიძინა ივანიშვილი - 21%, შალვა ნათელაშვილი - 4% და ირაკლი ალასანია - 3%. საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში ინტერპრესნიუსს აცნობეს, რომ მისი დაკვეთით პოლიტიკის, ეკონომიკის, ნატოსა და ევროკავშირის თემებზე გამოკვლევა ჩაატარეს IPM-მა და Gallup-მა. IRI-ს თბილისის ოფისის განმარტებით, ის გამოკვლევის პრეზენტაციას მხოლოდ პარტიებისთვის გამართავს, მედიისთვის კვლევის სრულ შედეგებს კი დაახლოებით ორ კვირაში გაავრცელებს სათავო ოფისი ვაშინგტონში.
XS
SM
MD
LG