საქართველოში ყოველი არჩევნების წინ აქტუალური ხდება საარჩევნო კანონმდებლობაზე შეთანხმების საკითხი. საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად უსვამენ ხაზს იმას, რომ სასურველია თამაშის წესებზე პოლიტიკური შეთანხმება არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე იყოს მიღწეული. საინტერესოა, რამდენად არის ხოლმე ამ პროცესში პოლიტიკური ძალების ამოცანა კონსენსუსის მიღწევა და საერთოდაც, რამდენად რეალისტურია ასეთი ამოცანის დასახვა? ნინო გელაშვილმა საქართველოში პოლიტიკური კონსენსუსის საკითხზე სასაუბროდ თბილისის სტუდიაში მიიწვია დავით ლოსაბერიძე, ევროსაბჭოს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში და ნინა ხატისკაცი, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის დირექტორი.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.