ბრიუსელში დღეს დაიწყო ევროკავშირის ორდღიანი სამიტი, რომელზედაც განიხილავენ ევროზონაში მიმდინარე ფინანსური კრიზისის გადაჭრის გზებს. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკეოლმა, ბრისულში ჩასვლისას თქვა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, ევრომ დაიბრუნოს ნდობა და ევროკავშირის ხელშეკრულებები ისე შეიცვალოს, რომ ევროკავშირის სტაბილურობისკენ ვიაროთო.
სამიტამდე ერთი დღით ადრე ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გამოაქვეყნეს თავიანთი შემოთავაზებები ფინანსური დისციპლინის მკაცრი ზომების გასატარებლად. ზოგიერთი წყაროს ცნობით განიხილავენ ახალი შეთანხმების პროექტსაც, რომელსაც ხელს მოაწერს ევროზონის მხოლოდ 17 ქვეყანა.