ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მთავარი სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა 12 დეკემბრისთვის გადაიდო. ივანიშვილის პრესსამდივნოს ინფორმაციით, მიზეზად მოსამართლის ავადმყოფობა დასახელდა. ბიზნესმენისა და მისი მეუღლის სახელით ადვოკატებმა ადმინისტრაციული სარჩელით სასამართლოს 21 ოქტომბერს მიმართეს და ითხოვენ გაუქმებას პრეზიდენტის აქტისა, რომლის თანახმად ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა.
ყველაზე პოპულარული
1