Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს შესრულდა 20 წელი საბჭოთა კავშირის დაშლიდან


დღეს შესრულდა 20 წელი საბჭოთა კავშირის დაშლიდან. 1991 წლის 8 დეკემბერს რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის პრეზიდენტები, ბორის ელცინი, ლეონიდ კრავჩუკი და სტანისლავ შუშკევიჩი შეიკრიბნენ შეხვედრაზე ბელორუსიაში, ბელოვეჟის ტყეში და გამოაცხადეს, რომ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირმა შეწყვიტა არსებობა, როგორც „საერთაშორისო სამართლის სუბიექტმა“ და „გეოპოლიტიკურმა რეალობამ“. ლიდერებმა ხელი მოაწერეს ბელოვეჟის შეთანხმებებს, რომელთა საფუძველზეც შეიქნა საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების ახალი, ნებაყოფლობითი გაერთიანება, „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირი“. საბჭოთა კავშირმა თითქმის 70 წელი იარსება.
XS
SM
MD
LG