Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 20-მდე სატვირთო მანქანა დაიწვა ნატოს ტერმინალზე


პაკისტანის პოლიციის ინფორმაციით, დღეს ცეცხლი წაეკიდა 20-მდე სატვირთო მანქანას ნატოს ტერმინალზე, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანის ქალაქ კუეტაში მდებარეობს. პოლიციის პრესმდივნის განცხადებით, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს და ჭურვები ესროლეს ნატოს კუთვნილ ნავთობის ტანკერებს, რის შედეგადაც ცეხლში გაეხვია 15-დან 20-მდე ავტომანქანა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ თალიბანს წარსულში ნათქვამი აქვს, რომ ასეთ თავდასხმებს მიმართავს, რათა ხელი შეუშალოს ავღანეთში განთავსებული საერთაშორისო ძალების მომარაგებას. მსხვერპლის შესახებ ჯერ არაფერს იუწყებიან. ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალები, უმეტესწილად, პაკისტანის ტერიტორიაზე ტრანზიტით მარაგდება, თუმცა აშშ-ის ჯარები სულ უფრო აქტიურად სარგებლობენ შუა აზიაზე გამავალი მარშრუტებით.
XS
SM
MD
LG