Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონმა გააფრთხილა საკომპიუტერო პროგრამების მწარმოებლები


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა გააფრთხილა საკომპიუტერო და საინტერნეტო პროგრამების მწარმოებელი ფირმები, არ შესთავაზონ, როგორც მან თქვა, "ჩაგვრის იარაღი" ავტოკრატიულ რეჟიმებს. საინტერნეტო თავისუფლებისადმი მიძღვნილ საერთაშორსო კონფრენეციაზე, ნიდერლანდში, კლინტონმა განაცხადა, რომ ავტოკრატიული მთავრობები დახმარებას იღებენ კომპანიებისგან, რომლებიც მათ სამეთვალყურეო ტექნიკით და ტექნოლოგიით ამარაგებენ. მისი თქმით, როცა ისინი ამ ტექნიკას მიაწვდიან სირიას, ან ირანს, ან წარსულში კადაფის, ცხადია, რომ ისინი მათ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ იყენებენ.
XS
SM
MD
LG