Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერებმა უარი თქვეს საყოველთაო შეთანხმებაზე


ევროკავშირის ლიდერებმა გადაიფიქრეს ბლოკის ფუძემდებლური ხელშეკრულების შეცვლა, რაც 27-ვე წევრის თანხმობას საჭიროებდა. ამის ნაცვლად ევროს გადასარჩენად და საკრედიტო კრიზისიდან გამოსასვლელად ევროზონის 17 ქვეყანა შეთანხმდება. მათ მარტამდე უნდა მოილაპარაკონ საბიუჯეტო დისციპლინის გამკაცრების ზომებზე. ევროზონის არაწევრი ქვეყნები ახალ ხელშეკრულებას შეუერთდებიან იმ შემთხვევაში, თუკი ევროზონას შეუერთდებიან. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპემ განაცხადა, რომ ევროზონის არაწევრი ექვსი ქვეყანა აპირებს შეუერთდეს საბიუჯეტო დისციპლინის გამკაცრების შესახებ შეთანხმებას. მათ შორის არ არის ბრიტანეთი.
XS
SM
MD
LG