Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოველმა კომუნისტებმა დიდი ანტისამთავრობო მიტინგი ჩაატარეს


კომუნისტური პარტიის 15 ათასამდე მომხრე გამოვიდა 10 დეკემბერს კიშინიოვის ქუჩებში და მოაწყვეს მსვლელობა და მიტინგი მმართველი „ევროპული ინტეგრაციის ალიანსის“ გადადგომის მოთხოვნით. რუსული წყაროები აცხადებენ, რომ მომიტინგეთა რაოდენობა 50 ათასს აჭარბებდა. აქციის ორგანიზატორები იყვნენ „მოლდოვეთის სამოქალაქო კონგრესი“ და კომუნისტური პარტია. მიტინგზე მიიღეს რეზოლუცია მოთხოვნით, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირებისათვის. „ქვეყანა ბრიუსელიდან, აშშ-დან და ბუქარესტიდან იმართება“, - განაცხადა მოლდოველი კომუნისტების ერთ-ერთმა ლიდერმა ლურე მუნტიანმა. 16 დეკემბერს მოლდოვეთის პარლამენტი კიდევ ერთხელ შეეცდება აირჩიოს პრეზიდენტი, რომელსაც 2009 წლის შემდეგ ვერ ირჩევენ. სახელმწიფოს მეთაურის ასარჩევად საჭიროა 61 დეპუტატის ხმა, „ევროპული ინტეგრაციის ალიანსს“ კი ქვეყნის პარლამენტში მხოლოდ 59 ადგილი აქვს.
XS
SM
MD
LG